Svetlana Mkhchyan's profileJumber Betchvaia's profile

"Golden Seedling" Award

პრიზი „ოქროს ნერგი“
წარმოდგენილი პრიზის ესკიზი კონცეფტუალურად ეფუძნება ბავშვთა მიმართ ზრუნვის კონტექსტს და სიმბოლურად ავლენს ამ ზრუნვის კულტურულ ასპექსტს. პრიზის ძირითადი კომპოზიცია აწყობილია ქართული შრიფტის ასოებისგან ისე, რომ ტექსტი „ოქროს ნერგი“ ერთობლიობაში ქმნის ნამდვილი ნერგის სტილიზირებულ გამოსახულებას. სიმბოლური ნერგის გამოსახვა ქართული ანბანის გამოყენებით ხაზს უსვამს კულტურული იდენტობის მემკვიდრეობითობას ახალ თაობებში, ზრუნვას მისი გაზრდის და განვითარებისთვის.
პრიზის ძირითადი კომპოზიციის სადგამი ნაწილის წაკვეთილი პირამიდის ფორმა ერთისმხრივ ქმნის ნერგის მდგრადობის ეფექტს, ხოლო მეორესმხრივ აძლიერებს მის ზემოთ, ზრდისკენ მიმართულ დინამიკას. სადგამზე დამაგრებულია ანა ალავერდაშვილის ფონდის ლოგო, შესაბამისი წარწერით.
ძირითადი კომპოზიციის გადაწყვეტა ოქროსფერში თანხვედრაშია პრიზის დასახელებასთან და ხაზს უსვამს მის სიმბოლურ განსაკუთრებულობას, მნიშვნელობრივ გამორჩეულობას. სადგამის მწვანე ფერი სიმბოლურად სიცოცხლეს, მშვიდობიან მომავალს განასახიერებს. წარწერის ოქროსფერი ფონი ვიზუალურად უკავშირდება „ნერგის“ ფერს, რითაც დიზაინის ერთიან გადაწყვეტაში აძლიერებს ოქროსფერის დომინანტობას, ხოლო მწვანე სადგამი მისი წარმომჩენი კონტრასტული ელემენტია.
"Golden Seedling" Award
Published:

"Golden Seedling" Award

პრიზი „ოქროს ნერგი“ წარმოდგენილი პრიზის ესკიზი კონცეფტუალურად ეფუძნება ბავშვთა მიმართ ზრუნვის კონტექსტს და სიმბოლურად ავლენს ამ ზრუნვის კულტურულ Read More

Published: